კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koç University, Turkey) აცხადებს მიღებას საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის (1 ივლისი - 17 აგვისტო, 2024).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თავისუფლდებიან პროგრამის საფასურისგან.
სტუდენტი თავად ფარავს მგზავრობის, განთავსების და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.
მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- 1 ფოტოსურათი;
- პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა (IELTS 6.0, TOEFL 78);
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს).
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება კოჩის უნივერსიტეტში;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
გისურვებთ წარმატებას!