გაცნობებთ, რომ გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2023/2024 აკადემიური წლისათვის.
პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას, პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში: ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
სასწავლო მიმართულებები იხილეთ ბმულზე.
დაფინანსება მოიცავს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.
აუცილებელი მოთხოვნები:
• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• კანდიდატი უნდა იყოს სამიზნე ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი);
• კანდიდატი უნდა იყოს 40 წლამდე.
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 და პოლონური ენის ცოდნა საბაზისო (A1) დონეზე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გთხოვთ იხილოთ ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2023.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების
კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl
გისურვებთ წარმატებას!