ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა 2023-2024

16 იანვარი 2023

გაცნობებთ რომ გამოცხადდა ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა 2023-24 სასწავლო წლისთვის (2023-24 Kirkland Research scholarship).

პროგრამა განკუთვნილია 45 წლამდე მკვლევართათვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და უკავიათ აკადემიური პოზიცია. კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვლევის წარმოების მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.


პროგრამით ფინანსდება ერთსემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის ცენტრებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო ხარჯებს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.

 

აუცილებელი მოთხოვნები:


კანდიდატი უნდა იყოს სამიზნე ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი);
კანდიდატი უნდა იყოს 45 წლამდე;
ჰქონდეს 4 წლიანი გამოცდილება;
ფლობდეს ინგლისურ ან პოლონურ ენას; (ინგლისური ენის B2 დონის შემთხვევაში, აუცილებელია პოლონური ენის მინიმუმ A1 დონეზე ცოდნა).

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2023.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების
კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl



გისურვებთ წარმატებას!