ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი, (lille catholic university, France) აცხადებს სტუდენტების მიღებას 4 კვირიან საზაფხულო პროგრამაზე (25 ივნისი-24 ივლისი, 2021) შემდეგი მიმართულებებით:
- საერთაშორისო გუნდურობა და კომუნიკაცია;
 - ევროკავშირის პოლიტიკა;
 - კომუნიკაცია(ფრანგულენოვანი)
 
ფრანგული კულტურისა და ინტერკულტურული კომუნიკაციების 9 საათიანი მოდული გათვალისწინებულია ყველა ჩამოთვლილი პროგრამის ფარგლებში.
პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის პროგრამის საფასურია 650 ევრო. 
პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები 17 ივნისის ჩათვლით IR@cu.edu.ge:
- ნიშნების ფურცელი;
 - რეზიუმე.
 
გაცნობებთ, რომ სტუდენტის ნომინირება უნდა მოხდეს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიპენდიის გაცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის. 
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ ბმული.
