სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში - France Excellence 2024

2 თებერვალი 2024

გაცნობებთ, რომ განაცხადების მიღება სამაგისტრო სტიპენდიებზე "France Excellence 2024" – დაწყებულია!

 

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

 

სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე.

 

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ : 

 

  • განათლება;
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
  • სამართალი;
  • მენეჯმენტი;
  • საჯარო მმართველობა.;

 

იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება: 

 

  • დაინტერესებულიუნდა იყოთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
  • უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე;
  • უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის;
  • უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას(მინიმუმ B2 დონე), ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად. 
  • მოიპოვოთ ჩარიცხვა სამაგისტრო პროგრამაზე ფრანგულ უნივერსიტეტში

 

 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 15 თებერვლის  ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

 

დაინტერესებულ პირები, პარალელურად, უნდა დარეგისტრირდნენ ,,Etudes en France"-ის პლატფორმაზე ფრანგული უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილის მოსაპოვებლად.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ნათია მსხალაძეს:  natia.mskhaladze@institutfrancais.ge