ევროპის კოლეჯის სრული სამაგისტრო სტიპენდიები

1 იანვარი 2017

ევროპის კოლეჯი ქართველ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში. ევროპის კოლეჯი წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს ევროპათმცოდნეობის მიმართულებით. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული ინტეგრაციის აკადემიურ დონეზე შესწავლასა და ევროპის მომავალ ლიდერთა გადამზადებას. შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

 

ვარშავის კამპუსი:
ევროპათმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა

 

ბრიუგეს (ბელგია) კამპუსი:

  • ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლება
  • ევროკავშირის ეკონომიკა
  • ევროკავშირის სამართალი

 

სტიპენდია მოიცავს:
სწავლების სრული საფასური, სტუდენტური საცხოვრებელი, კვება, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა,
ყოველთვიური სტიპენდია

 


სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
• ენების ცოდნის დამადასტრურებელი დოკუმენტი (ინგლისური - B2, ფრანგული - B1)
• მოტივაციის წერილი (მაქს. 600 სიტყვა)
• 2 რეკომენდატორის (უნივერსიტეტის პროფესორი) სახელი და ელ-ფოსტის მისამართი
• CV ევროპასის ფორმატში
• დიპლომ(ებ)ის ასლი - ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ ჯერ არ ფლობთ ხარისხს, მოპოვებისთანავე უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტის საშუალებით)
• ნიშნების ამონაწერის ასლი - ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
• საპასპორტე ფოტოსურათი

 


განაცხადის გაკეთება:


განაცხადის გაკეთება ხდება ელექტრონულად; განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 18 იანვარი.

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.


NOTE:
• დამატებითი ინფორმაციისათვის დაწვრილებით გაეცანით ევროპის კოლეჯის ვებგვერდს
• გაწევრიანდით Facebook ჯგუფში, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის და დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების შესახებ.
• დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულ ლინკის მეშვეობით, რაც საშუალებას მოგვცემს ელ-ფოსტაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია ევროპის კოლეჯსა და სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით.