ნაშრომების კონკურსი კატარის უნივერსიტეტის ყურის კვლევის ცენტრის კონფერენციაში მონაწილეობისთვის

27 აპრილი 2022

 

გაცნობებთ, რომ კატარის უნივერსიტეტის ყურის კვლევის ცენტრი გიწვევთ 2 დღიან კონფერეციაზე სახელწოდებით - „2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში: გლობალური და ლოკალური პერსპექტივების ძიება“.

 

კონფერენცია გაიმართება 19-20 სექტემბერს, კატარში. ზემოაღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით, კატარის უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს შემდეგ თემატიკაზე:

 

  1. კატარის გადაწყვეტილების ისტორია 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ: მოტივები და მოლოდინები;
  2. 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკაშირებული მრავალხვრივი შიდა გამოწვევები: ინსფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ასპექტები;
  3. გეოპოლიტიკა და ძალაუფლების დინამიკა 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო: რეგიონული და გლობალური ასპეტები;
  4. გლობალიზაცია ლოკალიზაციის წინააღმდეგ: 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის აფრიკის რეგიონზე (MENA) და მის ფარგლებს გარეთ.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, არაუგვიანეს 30 აპრილისა, უნდა გააგზავნონ CV და აბსტრაქტი (500 სიტყვა) შემდეგ მისამართზე: GSEvents@qu.edu.qa

 

აუცილებელია, აბსტრაქტის გაგზავნისას მიუთოთ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ თემას ეხება თქვენი ნაშრომი.

 

არჩეული აბსტრაქტების ავტორებს გადაწყვეტილებას აცნობებენ 15 მაისამდე.

 

საბოლოო ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივლისი.

 

კონკურსის საუკეთესო კვლევითი ნაშრომების ავტორები მიწვეულნი იქნებიან კატარში კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისა და საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციის მიზნით.

 

აღნიშნული პირების კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს (სასტუმროში განთავსება და მგზავრობა) სრულად დაფარავს კატარული მხარე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

 

გისურვებთ წარმატებას!