NISPAcee 2020-ის ონალინ კონფერენცია დოქტორანტებისათვის

30 სექტემბერი 2020

გაცნობებთ, რომ იმართება NISPAcee 2020-ის ფარგლებში ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტების კვლევითი უნარების განვითარებას. კონფერენციის მთავარი თემებია საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება.

 

მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 8 ოქტომბრისა. დარეგისტრირდნენ შესაბამის მონაცემთა ბაზაში, ხოლო შემდგომ წარმოადგინონ ნაშრომის აბსტრაქტი და რეზიუმე.

 

კონფერენცია წარიმართება ელექტრონული პლატფორმა ზუმის მეშვეობით 29 ოქტომბერს. შერჩეული დოქტორანტურის სტუდენტებისათვის კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო.

 

ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ განსაზღვრულ გაიდლაინს. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

 

წარმატებას გისურვებთ!