პოლონეთის მთავრობის სტიპენდიები ახალგზარდა მკვლევრებისთვის

22 თებერვალი 2024

პოლონეთის მთავრობა იღებს დაინტერესებულ პირთა განაცხადებს ახალგაზრდა მკვლევრების სტიპენდიებზე.

 

სტიპენდიები განკუთვნილი იქნება პოლონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევით ყოფნისთვის 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ივნისამდე პერიოდში.

 

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება;
  • უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის;
  • უნდა ფლობდეს პოლონურ ენას (შესაძლოა შეირჩნენ კანდიდატები, რომლებმაც არ იციან პოლონური ენა, თუმცა აუცილებელი მოთხოვნა იქნება ენის შესწავლა);

 

საჭირო დოკუმენტები:

 

  • ბაკალავრის ან მასტერის ხარისხი;
  • კანდიდატის კითხვარი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • კვლევითი სამუშაოს დიზაინი;
  • რეზიუმე;
  • პუბლიკაციების, მიღწევებისა და განხორციელებული პროფესიული პროექტების სია;
  • პოლონური და ინგლისური ენების ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

დაინტერესებულმა კანდიდატმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა გააგზავნოს შემდეგ მეილზე: stypendia.studium@uw.edu.pl 2024 წლის 1 მარტამდე.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან იხილოთ ბროშურა.

 

გისურვებთ წარმატებას.