რენის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო სკოლა 2024

14 თებერვალი 2024

გაცნობებთ, რომ რენის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი, (Rennes School of Business, France) კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას 2024 წლის საზაფხულო პროგრამაზე, რენში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თავისუფლდებიან პროგრამის საფასურის გადახდისგან. ყველა სხვა ხარჯის (მგზავრობა, ცხოვრება, დაზღვევა ა.შ) დაფარვა უწევს სტუდენტს.

 

2024 წლის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია 3 სალექციო კურსი:

1. Consumer Behaviour: 21 მაისი - 30 მაისი, 2024;
2. Cross Cultural Management: 4-13 ივნისი, 2024;
3. Sustainable Business: 18-27 ივნისი, 2024.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის არადამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.


დაინტერესებულმა სტუდენტებმა, 2024 წლის 10 აპრილამდე უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია, PDF ფორმატში:

1. პასპორტის ასლი;
2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან B2 დონის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან;
3. ნიშნების ფურცელი.

 

შერჩევის პროცესი:

 

  1. მიღებულ განაცხადებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის შესარჩევი კომისია;
  2. შერჩეული კანდიდატების ნომინირება პარტნიორ უნივერსიტეტთან;

 

საბოლოო შერჩევარენისბიზნესის სკოლის მიერ.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციასთან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

 

გისურვებთ წარმატებას!