„საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი 2024“

19 მარტი 2024

დარმშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Hochschule Darmstadt University of Applied Sciences, Germany) აცხადებს მიღებას „საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი 2024“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (27 ივნისი-20 ივლისი).

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მაისის თვეში შერჩეული კანდიდატი უნდა დაესწროს ონლაინ სესიებსაც.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 1200 ევროს, რომელშიც შედის განთავსება, მასალები, ვიზიტი სხვადასხვა კომპანიებში, დაზღვევა, ექსკურსიები (მათ შორის 4-დღიანი ექსკურსია ბერლინში) და ტრანსპორტით გადაადგილება დარმშტადტში.

 

პროგრამის სტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.



მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე.

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს).

 

შერჩევის პროცედურა: 

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება დარმშტადტის უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით.


პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

 გისურვებთ წარმატებას!