გაცნობებთ, რომ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“.
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს
- უკვე შემდგარ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს
კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან.
ტრენინგები უფასოა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები
- როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად
- "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა
- ბიზნეს პროექტის წერა
- ფინანსური დაგეგმარება
დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა. მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ დოკუმენტი.