Science slam "Falling Walls Labs" - Daad Regional Office in Tbilisi

22 აპრილი 2023

DAAD - ის რეგიონული ოფისი თბილისში, მასპინძლობს Science Slam-ს, Falling Walls Labs ფორმატის ფარგლებში.

 

Falling Walls Labs არის გლობალური პლატფორმა ყველა დარგის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ სამ-წუთიანი პრეზენტაცია საკუთარი კვლევებისა და ინოვაციების შესახებ.


ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული მიიღებს შესაძლებლობას დაესწროს პროექტის დასკვნით საღამოს, რომელიც გაიმართება ბერლინში, 9 ნოემბერს.

 

რეგისტრაციის გასავლელად და პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 5 მაისი, 2023.
მონაწილეობის მიღება უფასოა.

 

სამუშაო ენა: ინგლისური
თარიღი: 1 ივნისი, 2023. 18:00.
ადგილი: „ფაბრიკა“ თბილისი

 

გისურვებთ წარმატებას!