სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის სტიპენდია სამაგისტრო პროგრამებისთვის

23 აგვისტო 2022

 

სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტი (University American College Skopje) აცხადებს ერთ სტიპენდიას სამაგისტრო პროგრამებისთვის 2022-2023 აკადემიური წლისთვის.


შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:

 

  1. საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია;
  2. ბიზნესის ადმინისტრირება.

სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად.

სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურს სრულად და ასევე მხოლოდ საცხოვრებლის უზრუნველყოფას 9 თვის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობისთვის, განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. განცმხადებელი უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის და უნდა ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს;
  2. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. დაბადების მოწმობა;
  2. ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
  3. დიპლომის ასლი;
  4. CV;
  5. სამოტივაციო წერილი;
  6. განცხადება მასზედ, რომ ყველა წარდგენილი დოკუმენტში ასახული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს (განაცხადის ნოტარიულად დამოწმება საჭირო არ არის).

 

დოკუმენტები უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: networking@uacs.edu.mk


დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

გისურვებთ წარმატებას!