გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა დოქტორანტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტურის საფეხურის 1-2 კურსის სტუდენტებს.
დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სლოვაკეთში მობილობის ხანგრძლივობა არის 1-10 თვე, ხოლო სტიპენდიის ოდენობა გახლავთ 734 ევრო.
აპლიკანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. მგზავრობის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია თბილისსა და სლოვაკეთში მიმღებ უნივერსიტეტს შორის არსებულ მანძილზე და მდგომარეობს შემდეგში:
- მანძილი 350 კმ-მდე – 0 €;
- მანძილი 350 კმ-დან, მაქს. 2000 კმ-მდე – 250 €;
- მანძილი 2000 კმ-დან, მაქს. 7000 კმ-მდე – 500 €,
- 7000 კმ-ზე მეტი მანძილის შემთხვევაში – 1000 €.
მანძილის დადგენა რეკომენდირებულია შემდეგი ბმულის გამოყენებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით, უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- დეტალური სასწავლო პროგრამა;
- დისერტაციის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- მაგისტრის დიპლომის ასლი;
- სლოვაკეთის მიმღები უნივერსიტეტის მიერ გაცემული დასტურის წერილი, სადაც მითითებული იქნება სლოვაკეთში აპლიკანტის ყოფნის პერიოდი;
- პუბლიკაციების ჩამონათვალი მოთხოვნილი ფორმით (გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი).
ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადამდე 6 კვირით ადრე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი, 16:00 ცენტრალური ევროპის დროით.
პროგრამაში გამარჯვების შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ, რათა შესაბამის სკოლასთან კომუნიკაციის გზით, მოხდეს პროგრამული შესაბამისობის დადგენა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ადმინისტრატორს შემდეგ მისამართზე: nsp-foreign@saia.sk
გისურვებთ წარმატებას!