გაცნობებთ, რომ ვალადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid, Spain), აცხადებს 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისათვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
პროგრამის დასახელება |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი 01/02/2020 – 30/06/2020 |
ინგლისური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი;
- სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და განაცხადის წარდგენა პარტნიორ უნივერსიტეტში;
- პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.