სტიპენდიები საზაფხულო სკოლებისთვის ლატვიაში 2022/2023 სასწავლო წლისთვის

22 თებერვალი 2022

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო სკოლისთვის გათვალისწინებული სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 711 ევროს ერთ ადამიანზე.

 

საზაფხულო სკოლების სააპლიკაციო დოკუმენტებისა და განაცხადის წარმოდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს

 

სტიპენდიის ფარგლებში დაფინანსებადი საზაფხულო სკოლების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 აპრილი.

 

გისურვებთ წარმატებას!