Study Visits by Groups of Foreign Students (DAAD)

15 თებერვალი 2020
გაცნობებთ, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს სტიპენდიას  სტუდენტური ჯგუფის სასწავლო ვიზიტისათვის.
 
 აღნიშნულ სტიპენდიაზე განაცხადს წარადგენს კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი-მარია ღლონტი.
 
კონკურსის წესების თანახმად, ლექტორმა განაცხადის შეტანისთანავე უნდა წარადგინოს იმ სტუდენტთა სია, რომლებიც სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, 7 დღით გაემგზავრებიან გერმანიაში.
 
საგულისხმოა, რომ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ ეწვიონ პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს (School of International Business and EntrepreneurshipHTWG Konstanz University of Applied Sciences) და მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ დაგეგმილ პროგრამაში, აგრეთვე კულტურულ ღონისძიებებში.
 
 გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური, პროექტის ფარგლებში დააფინანსებს სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს, აგრეთვე უზრუნველყოფს დამატებით სტიპენდიას დღეში 50 ევროს ოდენობით. 
 
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტების წინასწარი შერჩევის მიზნით.
გაცვლით პროგრამაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების ბაკალავრიატის საფეხურის პირველი, მეორე და მესამე კურსის (პირველი სემესტრი) სტუდენტებს.
 
 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე.

  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დასაშვებია ცნობა უნივერსიტეტიდან)
  • სამოტივაციო წერილი;

 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 თებერვალი, 2020 წელი. 


გთხოვთ, დოკუმენტები მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : Ir@cu.edu.ge 
სათაურის ველში კი მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: Study Visits by Groups of Foreign Students(DAAD). 
 
პროგრამის დეტალურ აღწერა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ამ ეტაპზე ახორციელებს  სტუდენტური ჯგუფის წევრების წინასწარ შერჩევას, საბოლოო პასუხი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გვეცოდინება მას შემდეგ, რაც ქალბატონი მარია ღლონტი მიიღებს პასუხს დაფინანსების თაობაზე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მხრიდან.
 
დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში შერჩეულ მონაწილეებს, გამგზავრებამდე ჩაუტარდებათ 6-8 საათიანი ტრენინგ-კურსი მენეჯმენტთან დაკავშირებით.


გისურვებთ წარმატებას!