შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2020-2021

28 ნოემბერი 2019

გაცნობებთ, რომ შვეიცარიის მთავრობა, 2020-2021 აკადემიური წლისთვის, იწყებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების გაცემას. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობისა და მოთხოვნილ კრიტერიუმებს მოცემულ ბმულზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

 

  • რა სახის სტიპენდია გსურთ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • აქტუალური და სრული ბიოგრაფია (დაბადების თარიღის მითითებით).

 

ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საელჩო გამოგიგზავნით განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს.

 

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი.