ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2022-2023 აკადემიური წლისათვის

11 ნოემბერი 2021

გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2022-2023 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

 

ვისაც გსურთ მოიპოვოთ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ისწავლოთ ავსტრიის დედაქალ ვენაში და  მიიღოთ ამერიკული და ავსტრიული დიპლომები,  შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მაქსიმუმ 5 პროგრამა 50-ამდე მსოფლიო დონის ინგლისურენოვანი  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამიდან (15 სხვადასხვა აკადემიური სფეროდან) და დაიწყეთ თქვენი განაცხადის შევსება დღესვე ️

 

რატომ CEU? 

 

იმიტომ, რომ იგი გვთავაზობს:

  • აკადემიურადწარმატებულ, მსოფლიო რეიტინგის მქონე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, აკრედიტირებულებს აშშ-სა და ავსტრიაში.
  • ფინანსურდახმარებას: სტუდენტების 81% მიიღებს სხვადასხვა სახის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებასა და სტიპენდიას. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 
  • მსოფლიოკლასის მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა მუდმივ ყურადღებასა და  მხარდაჭერას.
  • აკადემიურთავისუფლებასა და ღია დებატების შესაძლებლობას
  • სტუდენტებისადა პროფესურის თანაფარდობას 7: 1
  • პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მსოფლიოს 100+ ქვეყნიდან.
  • სწავლა და ცხოვრება ვენაში, რომელიც მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქებს შორის არის დასახელებული Economist Intelligence Unit-ის მიერ.

 

როგორ გავაკეთოთ განაცხადი:


პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ და შაესვოთ მოთხოვნის ფორმა – My CEU Enquiry.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.

 

ყველა ონლაინ განაცხადი უნდა იყოს შევსებული სრულად, შესაბამისი მოთხოვნილი საბუთებითა და სტანდარტული ტესტის ქულებით (TOEFL, IELTS, GRE, SAT და ა.შ.)

განაცხადის გაგზავნის საფასურია 30 ევრო (მიუხედავად იმისა ერთ პროგრამაზე აგზავნით, სამზე თუ ხუთზე).

 

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა:


2022 წლის 1 თებერვალი - განაცხადების გაგზავნის პრიორიტეტული ვადა მათთვის, ვისაც ფინანსური დახმარების მოპოვება სურს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

2021 წლის 15 მარტი - სამაგისტრო პროგრამებზე  თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის საგანაცხადო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადა.  


დამატებითი შეკითხვები:

 

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მოგვწერეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის FB გვერდებზე:
Center for International Education - Tbilisi

 

ან
Access CEU – Georgia Page

ასევე შეგიძლიათ მიწეროთ ამ პროგრამის კოორდინატორს საქართველოში natia@osgf.ge



გისურვებთ წარმატებას!