Undergraduate Double Degree with Grenoble Ecole De Management, GEM, France

12 აპრილი 2022
 
გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის
საბაკალავრო პროგრამაზე 2022-2023 წლის აკადემიური წლისთვის.
 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის  მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც განაცხადის გაკეთების დროს დაგროვებული აქვთ სულ მნცირე 120 ECTS კრედიტი (90 კრედიტი უნდა იყოს ბიზნესთან დაკავშირებული საგნები).
 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის ბიზნესის სკოლის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სკოლის ატესტატი;
  • რეზიუმე (იხ. Europass-ის ფორმატი);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, CPE, PTE);
  • ნიშნების ფურცელი;
  • 3 სამოტივაციო ესსე(იხ. თითოეული ესსეს კითხვა);
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ფორმა გაეგზავნებათ უშუალოდ გრენობლის სკოლიდან);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინ. 5 თვიანი სტაჟირება);
 
კანდიდატებმა განაცხდებ უნდა წარმოდგინონ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 27 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:ir@cu.edu.ge. 
 
ფინანსური საკითხები
 
კავკასიის უნივერსიტეტის შიდა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, იმისათვის, რომ სტუდენტის კანდიდატურა ოფიციალურად იქნეს ნომინირებული პარტნიორ უნივერსიტეტში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში უნდა გადაიხადოთ სააპლიკაციო მოსაკრებელი, რომელიც შეადგენს 98 ევროს. 
 
ერთი წლის სწავლის საფასური, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა უნდა დაფაროს გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში შეადგენს 10485 ევროს.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს მიმღები უნივერსიტეტის სწავლის საფსურთან ერთად (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტს ხარისხს ანიჭებს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტი. სტუდენტს, პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად
 
პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოთ ეწვიოთ ბმულს
 
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე საერთული, B25 (საკონტაქტო ნომერი: 551161995)

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტში დაბრუნების შემდგომ, შესაძლოა დაგემატოთ ერთი აკადემიური წელი.

გისურვებთ წარმატებას!