გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება რიგით მე-20 ვიშეგრადის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ჩატარდება 4 ივლისიდან 14 ივლისამდე, კრაკოვში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ლექციებს, დებატებს და სემინარებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებული იქნება რეგიონულ და გლობალურ დონეზე მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ გამოწვევებთან.
პროგრამა მოიცავს შემდეგ ორ სფეროს:
- ბიზნესი და ინოვაცია
- კულტურული მემკვიდრეობა
10 დღიანი ლექციების, ვორქშოპების, ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების განმავლობაში მონაწილეები როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად იმუშავებენ თავიანთ მოკლე პრეზენტაციებზე, რომლებსაც პროგრამის ბოლო დღეს, დასკვნით ღონისძიებაზე "Visegrad Ted-ex Talks" წარადგენენ.
შესარჩევ კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ სტარტაპების დამფუძნებლებს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებში დასახლებულ ადამიანებს და პირებს, რომლებიც მუშაობენ მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობასთან.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საცხოვრებელი ხარჯები, ხოლო მოგზაურობის, დაზღვევის და PCR ტესტის თანხა უნდა დაფაროს თავად მონაწილემ.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, ხოლო სააპლიკაციო ფორმა შეგიძლია იხილოთ აქ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის საფასური შეადგენს 130 ევროს.
გისურვებთ წარმატებას!