11 ივლისს, Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ატარებს ვებინარს ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესახებ.
- დრო: 13:00-14:00 (საქართველოს დროით)
- ენა: ქართული
- ლოკაცია: ონლაინ (Google Meets)
ვებინარს Erasmus+-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორი - მარიამ სულაშვილი უმასპინძლებს.
სესიაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- პროგრამის მიმოხილვა;
- სარგებელი და შესაძლებლობები სტუდენტებისთვის;
- დასაშვებობის კრიტერიუმები და განაცხადის პროცესი;
- კითხვა-პასუხის სესია, თქვენს ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.
გისურვებთ წარმატებას!