გაცნობებთ, რომ ლისაბონის ბიზნესის სკოლა, ლისაბონი, პორტუგალია (ISCTE - Business School, Lisbon, Portugal), აცხადებს ბიზნესის სკოლის სტუდენტების მიღებას ზამთრის პროგრამაზე 2-18 იანვარი, 2020.
პროგრამის ღირებულება: 1000 ევრო;
პროგრამის ღირებულება მოიცავს:
- სწავლის გადასახადი;
- კომპანიებში ვიზიტი;
- აეროპორტში დახვედრა/გაცილება;
- პროგრამისთვის განკუთვნილი მატერიალები;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი ლისაბონში გადასაადგილებლად ;
- მიღების/გამომშვიდობების ლანჩი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა:15 დეკემბერი, 2019.
რეგისტრაციის გასავლელად და დამატებითი ინფორმაციისათვის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ზამთრის სკოლის ოფიცილურ ვებ-გვერდზე.
მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად აცნობოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
გისურვებთ წარმატებას.