Winter University Program at Hochschule Darmstadt, Germany

22 სექტემბერი 2021

პარტნიორი უნივერსიტეტი, Hochschule Darmstadt University of Applied Sciences,Germany აცხადებს მიღებას ზამთრის პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • International Marketing and Sales;
  • Digital Society;
  • Sustainable Supply Chains
პროგრამით გათვალიწინებულია ლექცია/სემინარები, აგრეთვე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ გერმანული ენის ცოდნა ან დაიწყონ მისი შესწავლა ინტენსიური ლექციების ფარგლებში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ:
  • შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე
  • განაცხადში მოთხოვნილი დოკუმენტები ატვირთოთ PDF ფორმატში.
  • განაცხადის ხელმოწერილი ვერსია გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:wup.int@h-da.de
პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთის შეადგენს 900 ევროს.  არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით პროგრამა დისტანციურად დაიწყება 1 ნოემბერს, ხოლო გერმანიაში ვიზიტი დაიგეგმება 29 დეკემბრიდან 15 იანვრამდე.

გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ არა უგვიანეს 10 ოქტომბრისა, აგრეთვე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში გვაცნობოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: ir@cu.edu.ge, იმისათვის რომ მოვახდინოთ თქვენი კანდიდატურის ნომინირება.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.