გაცნობებთ, ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ავსტრია (University of Applied Sciences Upper Austria) სამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი აცხადებს მიღებას სამედიცინო ინჟინერიის ზამთრის სკოლაში (Winter School in Medical Engineering) შემეცნებით კურსებზე მონაწილეობის მისაღებად.
სასწავლო კურსის ძირითადი თემაა: ,,პროთეზირება, მასალები და სამედიცინო სიმულაციები’’ რომელიც დაგეგმილია: 2023 წლის 6-10 თებერვალს.
ასევე, პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული იქნება ექსკლუზიური გაძლიერებული კურსი ,,სამედიცინო ტესტების შეფასება’’-ში, რომელიც ჩატარდება - 13-15 თებერვალს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (მაგ: V სემესტრი).
კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად გაიცემა კრედიტები:
1 კვირა - 2 ECTS, დამატებითი კურსის შემთხვევაში კი ჯამში სტუდენტი მიიღებს - 3,5 ECTS (1,5 კვირა) კრედიტს.
კურსის ღირებულებაა:
1 კვირის შემთხვევაში - 190 ევრო
დამატებითი კურსის (1,5 კვირა) – 130 ევრო
ღირებულებაში შედის: ლექციები, სემინარები და ლაბორატორიული სამუშაოები, კულტურული აქტივობები, ლანჩი (შაბათ-კვირის გარდა), მისასალმებელი და გამოსამშვიდობებელი ვახშამი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშვი ქალაქ ლინცში.
განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 2022 წლის 12 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს მოცემულ მეილზე: international@fh-linz.at.
გისურვებთ წარმატებას!