ციურიხის საზაფხულო სტუდენტთა კვლევითი თანამეგობრობა შვეიცარიაში 2020

15 დეკემბერი 2019

გაცნობებთ, რომ ETH Zurich (Swiss Federal Institute of Technology in Zurich) უნივერიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტი აცხადებს საზაფხულო კვლევით თანამეგობრობაში სტუდენტების მიღებას.

 

ETH Zurich არის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მთემატიკის უნივერსიტეტი ქალაქ ციურიხში.

 

პროგრამა მოიაზრებს შემდეგ სასწავლო კურსებთან დაკავშირებით კვლევის შესაძლებლობებს:

 

  • ალგორითმები და თეორია;
  • კომპიუტერული სისტემები;
  • ადამიანისა და კომპიუტერული მოწყობილობის ინტერაქცია და კიბერ-ფიზიკური სისტემები;
  • სისტემის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხები;
  • პროგრამირების ენა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია;
  • ვიზუალური კომპიუტერული მუშაობა;

 

შერჩეული მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას (1.750 შვეიცარული ფრანკი). ასევე, დაფარული იქნება მგზავრობასა და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები. სურვილის შემთხვევაში, მონაწილეებს ასისტირებას გაუწევენ შეღავათიან ფასში საცხოვრებლის მოძიებაში.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა _ 15 დეკემბერი, 2019

 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა _ 2020 წლის პირველი ივლისიდან და 31 აგვისტოსმდე.

 

აპლიკანტთა შეჩევის კრიტერიუმები:

  • ინგლისური ენის კომპეტენცია (შემოწმდება ინტერვიუს პროცესში)
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა;
  • აპლიკანტს 2020 წლისთვის მინიმუმ 2 აკადემიური სასწავლო წელი უნდა ჰქონდეს დასრულებული (ელექტროინჟინერიის, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით).

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა:

  • დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე: სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები და ატვირთოთ საჭირო დოკუმენტები;
  • CVEuropass - ის ფორმატში;
  • ოფიციალური აკადემიური მოსწრების ქულების ამონაწერი უნივერსიტეტიდან (ე.წ. GPA-ს მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი).

 

გაცნობებთ, რომ მხოლოდ სრულყოფილად შევსებული განაცხადები განიხილება.

 

დამატებით ინფორმციისათვის გთხოვთ, იხილეთ ბმული.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების დეპარტამენტს.

 

წარმატებებს გისურვებთ!