2025-2026 საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა (Global UGRAD)

4 დეკემბერი 2024

გაცნობებთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2025-2026 წწ. ბაკალავრიატის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის (Global UGRAD).

 

კონკურსის თანახმად, აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და ირიცხებოდეს საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე. აპლიკანტს კონკურსის დამთავრების შემდეგ ერთი სემესტრი მაინც უნდა ჰქონდეს დარჩენილი ბაკალავრიატის დასრულებამდე. აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რომ ინგლისური ენის, TOEFL გამოცდის შედეგი შეადგენდეს მინიმუმ 48 ქულას.

 

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას დაფინანსებით გაატარონ ერთი სემესტრი აშშ-ს რომელიმე უნივერსიტეტსა ან კოლეჯში. 

 

პროგრამის მიზანია შეერთებული შტატების შესახებ ცოდნისა და ლიდერული უნარების გაღრმავება. პროგრამა შეეხება ახალგაზრდა სტუდენტების ჩართულობას სამოქალაქო საკითხებში.

 

აპლიკანტების განაცხადების მიღება 2025-26 Global UGRAD პროგრამაზე შესაძლებელია 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ონლაინ ბმულიდან.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!