გაცნობებთ, რომ სამხრეთ კორეის წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი, აჯოუს უნივერსიტეტი (Ajou University), სუვონი, აცხადებს სტუდენტების მიღებას 2026 წლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამაში (AISS) მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 29 ივნისი - 18 ივლისი, 2026.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში შემოთავაზებული კურსები:
- ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკა;
- მონაცემთა ანალიტიკა და ბიზნეს-გადაწყვეტილებები;
- მდგრადი განვითარება;
- კორეული ენა
პროგრამაში შესაძლებელი იქნება 6 ECTS- ის მოპოვება.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კრედიტების აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისობის საკითხი გამგზავრებამდე გაიაროთ სკოლისის ადმინისტრაციასთან.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური:
- კურსის საფასური - KRW 2,300,000 (~USD 1,558)
- საცხოვრებელი კამპუსში -KRW 414,000 (~USD 280)
პროგრამაში მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ისარგებლებენ 30%-იანი ფასდაკლებით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 ( A2 ოთახი);
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 18:00 საათი.
საზაფხულო სკოლის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ლინკს.
გისურვებთ წარმატებას!
