ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები

29 ნოემბერი 2022

გაცნობებთ, რომ ცხადდება მიღება ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამებზე, PhD სტუდენტებისთვის, მკვლევარებისა და ლექტორებისთვის.

 

1.რიჩარდ პლაშკას ( Richard Plaschka) სასტიპენდიო პროგრამა

 

პროგრამა განკუთვნილია მკვლევრების, PhD სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, რომლებიც დაინტერესბულნი არიან და იკვლევენ ავსტრიის ისტორიასა და არქეოლოგიას.

 

პროქტის ხანგრძლივობა შეადგენს 4-დან 18 თვემდე.  ყოველთვიური გრანტის რაოდენობა შეადგენს 1250 ევროს, ასევე 1000 ევროს ოდენობით დაიფარება მგზავრობის ხარჯები.  

 

მონაწილეებს შეუძლიათ სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსება, რომლის საფასურიც განისაზღვრება 220-დან 600 ევრომდე. აპლიკაციის მიღების საბოლო ვადაა: 01.03.2023 გაზაფხულის სემესტრისთვის; შემოდგომის სემესტრისთვის კი - 15.09.2023

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს, საძიებო ველში მიუთითეთ „Richard Plaschka Fellowship".

 

2.ფრანც ვერფელის (The Franz Werfel) სასტიპენდიო პროგრამა 

 

პროგრამა განკუთვნილია მკვლევრების, PhD სტუდენტებისა და ლექტორებისთვის რომლებიც დაინტერესბული არიან და იკვლევენ ავსტრიულ ლიტერატურას და ლინგვისტიკას.

 

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს  4-დან 9 თვემდე. ყოველთვიური  გრანტის რაოდენობა შეადგენს 1250 ევრს, ასევე 1000 ევროს ოდენობით მგზავრობის ხარჯები.

 

მონაწილეებს შეუძლიათ სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსება, რომლის საფასურიც განისაზღვრება 220-დან 600 ევრომდე. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 01.03.2023 გაზაფხულის სემესტრისთვის; შემოდგომის სემესტრისთვის - 15.09.2023

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს და საძიებო ველში მიუთითეთ „Franz Werfel scholarship“.

 

გისურვებთ წარმატებას!