DAAD შემოდგომის ბანაკი 2025

6 ოქტომბერი 2025

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს აპლიკაციების მიღებას საშემოდგომო ბანაკის პროგრამაზე რომელიც გაიმართება 31 ოქტომბრის - 10 ნოემბრის პერიოდში, თბილისში.  

 

პროგრამის მთავარი თემა:დიალოგი და მდგრადი განვითარება”

 

დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შესარჩევ კონკურსში და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები გერმანულ ენაზე ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: tbilissi.btu@daad-lektorat.de

 

  • ავტობიოგრაფია;
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი).

 

დოკუმენტების გაგზავნის საბოლოო ვადაა: 15 ოქტომბერი, 2025. 

 

პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფარულია მგზავრობის, კვების და ცხოვრების ხარჯები. 

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ გერმანულ ენას B1 დონეზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს ან მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მეილის მისამართზე: info@mws-georgia.org 

გისურვებთ წარმატებას!