Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჰელენიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საბერძნეთი

6 ნოემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს 2025 გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილობის განცორციელება შესაძლებელია მხოლოდ მე-2 კურსის მე-2 სემესტრში.

 

 

სწავლების საფეხური/კურსი

მობილობის 

ხანგრძლივობა

პარტნიორი 

უნივერსიტეტი

პროგრამა

სწავლების 

ენა

ინფორმაცია შემოთავაზებულ 

საგნებზე

ბაკალავრიატი,

მე-2 კურსი

1 სემესტრი

ჰელენიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მედიცინა

ინგლისური

მედიცინა

 

*განაცხადის წარმოდგენამდეგთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალურიკონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (რეკომენდაციის წერილი არ უნდა იყოს ენის ლექტორის მიერ გაცემული).

  

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

  

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2024 წლის 30 ნოემბრის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

  

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-  ir@cu.edu.ge.