კავკასიის უნივერსიტეტი აცხადეს აკადემიური პერსონალისთვის, 22 წლის გაზაფხულის სემესტრში, ლილისკათოლიკურ უნივერსიტეტში,
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს). მობილობის მიზანია ლექციების წაკითხვა და პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.
განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ აკადემიურ, მოწვეულ და სამეცნიერო პერსონალს ან კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის და საქმიანობის განხორციელების გამოცდილება.
2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:
- Business Administration and Economics (Accounting, Finance, Audit, Marketing, Management);
- Political Science (Geopolitics);
- IT (Computer Science and Mathematics, Building and Urban Environment)
კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო პირობები და პროცედურები:
გთხოვთ, გაეცნოთ პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს სალექციო კურსების ჩამონათვალის შესახებ მოცემულ ბმულზე. დოკუმენტში მითითებულია ინფორმაცია სწავლების საფეხურის, საგნების, მობილობის სავარაუდო პერიოდისა და ფაკულტეტის საკონტაქტო პირების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა, სალექციო კურსების ჩამონათვალიდან უნდა შეარჩიოს სასურველი კურსი და დაუკავშირდეს შესაბამისი ფაკულტეტის საკონტაქტო პირს ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში და მიიღოს მობილობის განხორციელებაზე თანხმობა არაუგვიანეს 15 ოქტომბრამდე. მობილობის განხორციელების შესახებ თანხმობა ელექტრონული ფოსტის სახით მისაღებია.
დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში მობილობისათვის უნდა მოამზადოს და წარუდგინოს მიმღებ ფაკულტეტს შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
- EUROPASS CV ;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
მიმღები ფაკულტეტის მხრიდან თანხმობის წერილის მიღების შემდგომ, აკადემიური პერსონალის ოფიციალური ნომინაცია უნდა განახორციელოს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განხორციელდება მობილობა. შესაბამისად, მიმღები ფაკულტეტის თანხმობის შესახებ უნდა გვაცნობოთ არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე ir@cu.edu.ge, რათა მოვახდინოთ დადგენილ ვადებში ლექტორის ნომინაცია.
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინეთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ნომინაციის გაგზავნის შემდგომ, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი გასცემს საბოლოო თანხმობას მობილობის განხორციელების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!