Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის გდანსკის უნივერსიტეტში, პოლონეთი, შემოდგომა 2021

15 ოქტომბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს გდანსკის უნივერსიტეტში, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ 2021 წლის შემოდგმის სემესტრის ნოემბრის ან დეკემბრის პერიოდში.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს). მობილობის მიზანია ლექციების წაკითხვა და პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.

 

განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ აკადემიურ, მოწვეულ და სამეცნიერო პერსონალს ან კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის და საქმიანობის განხორციელების გამოცდილება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს  ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეული კანდიდატების ნომინირება პარტნიორ უნივერსიტეტთან;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისთვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროქტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

 

გისურვებთ წარმატებას!