ესტონეთის მთავრობის სტიპენდიები სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სწავლებისთვის

30 მარტი 2022

 

გაცნობებთ, რომ ესტონეთის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ესტონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სწავლებისთვის.

 

სტიპენდია მოიცავს:

  • სამაგისტრო საფეხურის სწავლებისთვის თვეში 350 ევროს;
  • დოქტორანტურის საფეხურის სწავლებისთვის თვეში 660 ევროს;
  • დაფინანსება არ ფარავს სხვა ხარჯებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • სამოტივაციო წერილი;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ესტონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მიღების დამადასტურებელი წერილის ასლი.

სააპლიკაციო პლატფორმაზე დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ოფიცერს შემდეგ მისამართზე: liis.uulman@harno.ee

 

გისურვებთ წარმატებას!