ესტონეთის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო სკოლა 2023

17 მარტი 2023

ესტონეთის ბიზნეს სკოლა, ესტონეთი (Estonian Business School, Estonia) აცხადებს სტუდენტების მიღებას ერთ-კვირიან (14-18 აგვისტო) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პირველ ოთხ დღეს (14-17 აგვისტო) გაატარებენ ტალინში, ესტონეთი. ხოლო ბოლო დღეს (18 აგვისტო) ჰელსინკში, ფინეთი.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

 

მონაწილეობის საფასური: 790€
საფასურში არ შედის მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსეთ აპლიკაცია ბმულზე და ატვირთეთ შემდეგი დოკუმენტები PDF ფორმატში:

 

  • რეზიუმე;
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი.

 

დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ონლაინ სესიებშიც.
ონლაინ სესიების საფასური: 250 ევრო
მხოლოდ ერთ ონლაინ სესიაზე დასწრება: 90 ევრო

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 31 მაისი, 2023.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summeradmissions@ebs.ee

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!