გაცნობებთ, რომ Excelia Group, საფრანგეთი, აცხადებს აპლიკაციების მიღებას ზამთრის ორკვირიან პროგრამაზე, 16-31 იანვარი, 2026.
პროგრამის მთავარი თემა: “CRS და გარემოსდაცვითი საკითხები”.
პროგრამა მოიცავს ინტენსიურ ორკვირიან კურსს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული აქტივობები, კომპანიებში ვიზიტები და ასევე საკლასო შეხვედრები. შეხვედრები გაიმართება საფრანგეთში, ლა როშელში.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, საცხოვრებლისა და პირადი ხარჯები.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სტუდენტს დახურული ჰქონდეს სწავლკების მინიმუმ 1 წელი.
აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა 18 ოქტომბერი, 2025.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მეილის მისამართზე: shortprogrammes@excelia-group.com
გისურვებთ წარმატებას!