„იდეების ფორუმი 2023“

15 მარტი 2023

კაუნასის უმაღლესი სასწავლებელი, ლიეტუვა (Kauno Kolejia Higher Educational Institution, Kaunas, Lithuania) 2023 წლის 20 აპრილს გიწვევთ რიგით მე-20 სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „იდეების ფორუმი 2023“ მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია გაიმართება კაუნასის დროით დილის 10 საათზე,  Pramones Ave. 22A, Kaunas, Room 407.

 

კონფერენციის თემატიკა ყურადღებას ამახვილებს კრეატიულობის გამოხატვაზე დიზაინისა და ხელოვნების კონტექსტში; განიხილავს ესთეტიკისა და ხელოვნების ფილოსოფიის ასპექტებს; სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საკითხებს; ლინგვისტიკის, მთარგმნელობითი და ენობრივი განათლების აქტუალურ საკითხებს; ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარებასა და შეხედულებებს; შემოქმედებით გამოკვლევებს, აღმოჩენებს ვირტუალურ ხელოვნებაში.  


კონფერენციაზე დასწრება/მონაწილების მიღება უფასოა, მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს აპლიკანტი ფარავს თავად.

 

დაინტრესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 18 აპრილი.

გისურვებთ წარმატებას.