გაცნობებთ, რომ ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა (University of Ljubljana, School of Economics and Business – UL SEB), სლოვენია, კავკასიის უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს GSERM Ljubljana Winter School 2027-ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2027 წლის 18-22 იანვარს ლუბლიანაში, სლოვენია.
GSERM (Global School in Empirical Research Methods) არის ემპირიული კვლევის მეთოდებზე ორიენტირებული საერთაშორისო სკოლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, დარგის სპეციალისტებს.
პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი კვირა და მონაწილეებს სთავაზობს შემდეგ სალექციო კურსებს:
- თვისებრივი კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი (Qualitative Research Methods & Data Analysis) – პოლ მიჰასი (Paul Mihas), ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი;
- ექსპერიმენტული კვლევის დიზაინი და ანალიზი (Experimental Research Design and Analyses) – ფემკე ვან ჰორენი (Femke van Horen), ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი (VU Amsterdam);
- მედიაცია, მოდერაცია და პირობითი პროცესის ანალიზი I (Mediation, Moderation, and Conditional Process Analysis I) – ამანდა მონტოია (Amanda Montoya), კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი (UCLA).
პროგრამაში მონაწილეობის საფასური მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:
- 1 კურსი - CHF 1000;
- 2 კურსი - CHF 1900.
დარგის სპეციალისტებისთვის:
- 1 კურსი - CHF 1900;
- 2 კურსი - CHF 3100.
GSERM-ის მიერ დაწესებული ადრეული რეგისტრაციის (Early Bird) შეღავათი – 100 შვეიცარული ფრანკი (CHF 100) – მოქმედებს 2026 წლის 31 ოქტომბრამდე. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ საფასური არ მოიცავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.
გთხოვთ, აპლიკაციის გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სააპლიკაციო პროცესი, პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები, დაგეგმილი კულტურული აქტივობები და კურსების სილაბუსები
პროგრამის ფარგლებში მიღებული ECTS კრედიტების აღიარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შესაბამისობა ზამთრის სკოლის კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს შორის.
კურსების პროგრამული შესაბამისობა უნდა დადგინდეს გამგზავრებამდე, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სტუდენტის პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კრედიტების აღიარებისთვის სტუდენტმა პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს მიღებული შეფასებების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი).
GSERM-ის სააპლიკაციო პროცესის საბოლოო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი. განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.
