ნორმანდიის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი (EM NORMANDIE Business School, France), გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსები ლე ჰავრში, დუბლინში, პარიზში ან თითო კურსი სამივე ქალაქში.
კურსი დუბლინში- 15 ივნისი - 26 ივნისი , 2026 (გთხოვთ, აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი);
- Digital Marketing in the age of AI;
- HR and People management in the age of AI
კურსი ლე ჰავრში - 29 ივნისი - 10 ივლისი, 2026 (გთხოვთ, აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი);
- Contemporary Issues of Global Trade and Logistics;
- International Management: Managing Across Borders & Cultures;
- Introduction to Data Analysis using Python and CHATPGT;
- Mindfulness and Sustainability leadership;
- Doing Business in a changing world;
- Sustainability in Action;
- AI Governance and the future of business
კურსი პარიზში - 12- 24 ივლისი, 2026 (გთხოვთ, აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი);
- Creation In Luxury Universes;
- Beauty market and its distribution;
- World Development and supply chain management;
- Consumer Wellbeing-driven Marketing;From Insight to Action;
- Project management in the digital era;
- Sustainability in Action;
- Wine & Gastronomy;
- Global Leadership
ერთ კურსზე რეგისტრაციის საფასური: 6 მაისამდე დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში შეადგენს, 800€, ხოლო შემდგომ 29 მაისის ჩათვლით, 1000€.
ორ კურსზე რეგისტრაციის საფასური: 6 მაისამდე დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში 1,600€, ხოლო 29 მაისის ჩათვლით - 2,000€.
სამ კურსზე რეგისტრაციის საფასური: 6 მაისამდე დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში 2,400€, ხოლო 29 მაისის ჩათვლით - 3,000€.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ რომ წარადგინოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 (CEFR),TOEFL IBT 72, IELTS 5.0, TOEIC 750).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 ( A2 ოთახი);
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
გისურვებთ წარმატებას!
