იშტეს ბიზნესის სკოლა, პორტუგალია (Iscte Business School, Portugal) გიწვევთ ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2026 წლის 5-16 იანვარს, ლისაბონში.
კურსის თემა: Cross Cultural Communication and Negotiation.
ზამთრის პროგრამის ღირებულება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გახლავთ 1000 €.
ღირებულება მოიცავს:
- კურსის საფასურს;
- კურსის მასალებს;
- უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, კომპიუტერების ლაბორატორიებისა და სხვა სივრცეების გამოყენებას;
- მისასალმებელ ლანჩსა და გამოსამშვიდობებელ სესიას;
- ნიშნების ფურცელს ან სერტიფიკატს.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა: 23 ნოემბერი, 2025.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან. გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს - ir@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მეილის მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt
გისურვებთ წარმატებას!
