იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2025/2026

5 მაისი 2025

დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის 2025-2026 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

  • მაგისტრატურა
  • დოქტორანტურა
  • ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის პროგრამები
  • კვლევითი პროექტები
  • იტალიური ენისა და კულტურის კურსები

 

სტიპენდიის ოდენობა: თვეში 900 ევრო. სტიპენდია მოიცავს 3-დან 9 თვემდე სასწავლო პერიოდს, რომელიც დაიწყება 2025 წლის ნოემბრის თვიდან. 

 

სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 18-დან 40 წლამდე კონკურსანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ მოთხოვნებს. დამატებით წინაპირობების დეტალური ჩამონათვალის სანახავად, გთხოვთ გაეცანით დოკუმენტს მოცემულ ბმულზე.

 

აუცილებელი წინაპირობები:

 

  • ბაკალავრიატის დიპლომი/მაგისტრატურის დიპლომი
  • ჩარიცხვის წერილი იტალიური უნივერსიტეტიდან
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • იტალიური ენის A2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მხოლოდ იტალიური ენისა და კულტურის კურსისთვის)

 

დეტალური ინფორმაციისთვის და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი მხოლოდ STUDY IN ITALY პორტალის მეშვეობით.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 მაისი, 16:00 საათი (საქართველოს დროით).

 

გისურვებთ წარმატებას!