ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის საზაფხულო ონლაინ პროგრამა 2021

15 ივნისი 2021
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი, (lille catholic university, France) აცხადებს სტუდენტების მიღებას 4 კვირიან საზაფხულო პროგრამაზე (25 ივნისი-24 ივლისი, 2021) შემდეგი მიმართულებებით:
  • საერთაშორისო გუნდურობა და კომუნიკაცია;
  • ევროკავშირის პოლიტიკა;
  • კომუნიკაცია(ფრანგულენოვანი)
 
ფრანგული კულტურისა და ინტერკულტურული კომუნიკაციების 9 საათიანი მოდული გათვალისწინებულია ყველა ჩამოთვლილი პროგრამის ფარგლებში.
 

პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის პროგრამის საფასურია 650 ევრო. 


პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი და გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები 17 ივნისის ჩათვლით IR@cu.edu.ge:
  • ნიშნების ფურცელი;
  • რეზიუმე.
 
გაცნობებთ, რომ სტუდენტის ნომინირება უნდა მოხდეს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიპენდიის გაცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის. 
 
 
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ ბმული.