ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო სკოლა 2023

24 მარტი 2023

ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა, ლუქსემბურგი(Luxembourg School of Business, Luxembourg) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. (3-16 ივლისი)

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
შემოთავაზებული კურსები:

 

  • კორპორაციული ფინანსები;
  • კორპორაციული შეფასება;
  • მარკეტინგის მენეჯმენტი.

 

დაინტერესებულმა პირმა, აღნიშნული სამი კურსიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ორი.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური:


განთავსებით:


28 მარტამდე - 1620€
28 მარტის შემდეგ - 1800€

 

განთავსების გარეშე:


28 მარტამდე - 2520€
28 მარტის შემდეგ - 2800€

 

პროგრამის საფასურში შედის: ორგანიზებული მიღებისა და დამშვიდობების დღეები, პიკნიკები, ქალაქის ტური, ღვინის დეგუსტაცია და სხვა დამატებითი აქტივობები, რომლებიც შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული პროგრამაში.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ თანდართული დანართი.

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 3 ივნისი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საზაფხულო პროგრამების ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Summer.school@luxsb.lu

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!