PAR გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - მოკლევადიანი პროგრამები

30 ივლისი 2025

PAR გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია (PAR University of Applied Sciences, Croatia), აცხადებს მიღებას შემოდგომისა და ზამთრის სკოლებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც წარმოადგენს ინტენსიურ აკადემიურ პროგრამებს. 

 

შემოდგომის პროგრამა:

 

  • მთავარი თემა: მეწარმეობა და ინოვაცია
  • ადგილმდებარეობა: რიეკა, ხორვატია
  • ECTS კრედიტების რაოდენობა: 3
  • თარიღები: 17-22 ნოემბერი, 2025
  • სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე.

 

ზამთრის პროგრამა: 

 

  • მთავარი თემა: მარკეტინგი და ბრენდინგი
  • ადგილმდებარეობა: რიეკა, ხორვატია
  • ECTS კრედიტების რაოდენობა: 5
  • თარიღები: 9-15 თებერვალი, 2026
  • სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე.

 

აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადა: 30 სექტემბერი, 2025.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: sonia.grotz@par.hr 

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ECTS კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. 

 

პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან და ასევე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს - ir@cu.edu.ge.

 

გისურვებთ წარმატებას!