გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რედბაუდის უნივერსიტეტში, ნიდერლანდები (Radboud University, Netherlands) საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლის პროგრამა სრულად არის დაფინანსებული (ორმხრივი ავიაბილეთი, სტიპენდია, სტიპენდიიდან ასევე დაიფარება სასწავლო კურსის ღირებულება და მონაწილეობის საფასური) Erasmus+ ის საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში. ერაზმუსის დაფინანსება გაიცემა ადგილზე, ფიზიკური მობილობის დროს.
დაინტერესებულმა სტუდენტმა განაცხადი უნდა გააკეთოს მაქსიმუმ 2 სალექციო კურსზე, რომელთაგანაც, რედბაუდის უნივერსიტეტი დაადასტურებს სტუდენტის მონაწილეობას მხოლოდ ერთზე. კურსის შერჩევისას გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის ხანგრძლივობა აუცილებლად უნდა იყოს 5 დღე და “onsite”, რადგანაც დაფინანსება მხოლოდ ფარავს 1 კვირიან მობილობას.
მონაწილეობის კრიტერიუმები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსი განაცხადის შემოტანისას;
- კანდიდატი უნდა იყოს დასაქმებული კავკასიის უნივერსიტეტში და ჰქონდეს აქტიური სამუშაო კონტრაქტი მიმდინარე 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- EUROPASS CV;
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური GPA- 3.0, ოთახი A2,);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- ცნობა კავკასიის უნივერსიტეტში დასაქმების თაობაზე ( ოთახი C24);
- 1 სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული საზაფხულო სკოლის თემა და დაასაბუთეთ, ამ კურსის გავლა როგორ დაგეხმარებათ თქვენს სადისერტაციო ნაშრომში ან კვლევით სტატიაში. მაქსიმუმ 1 გვერდი.)
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 13 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება რედბაუდის უნივერსიტეტში;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა რედბაუდის უნივერსიტეტის მიერ და ოფიციალური თანხმობის წერილის მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული,ოთახი B25 ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge .
გისურვებთ წარმატებას!