რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

2 მარტი 2023

გაცნობებთ, რომ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, ლატვიაში, (Riga Technical University, Latvia) აცხადებს სტუდენტების მიღებას 2023 წლის მოკლევადიან საზაფხულო პროგრამებზე.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის.


სტიპენდიის მოსაპოვებლად გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი პროგრამის განაცხადის ფორმა, აგრეთვე ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები - რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი.


რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 აპრილი, 2023.


სტიპენდია მოიცავს: საცხოვრებელს, კვებას (კვირის დღეებში), საგანმანათლებლო ექსკურსიებისა და კულტურულ აქტივობებს. სტიპენდია არ ითვალისწინებს სამოგზაურო ხარჯების უზრუნველყოფას.


დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ორი პროგრამისათვის:


1.  Baxter Robot Revival by Deep Learning Application – 6 კრედიტი - 17-28 ივლისი, 2023
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ბაკალავრიატის არადამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
ღირებულება: 800 ევრო.
პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 17 ივნისი.

2.  IoT of Drones: GPS-Less Navigation – 6 კრედიტი - 26 ივნისი-7 ივლისი, 2023.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლისა და არქიტექტურის სკოლის ბაკალავრიატის არადამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
ღირებულება: 800 ევრო.
პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 26 მაისი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტები: CV, სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი/ტრანსკრიფტი და პასპორტი.


პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციასთან.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. გთხოვთ გვაცნობოთ თუ გადაწყვეტთ პროგრამაში მონაწილეობას.


გისურვებთ წარმატებას!