გაცნობებთ, რომ სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი (University of Southern Denmark, SDU) აცხადებს განაცხადების მიღებას ორკვირიან საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 - 14 აგვისტო, 2026.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამაში შერჩეული სტუდენტები თავად ფარავენ მგზავრობის, საცხოვრებლის, საკვების და სხვა დამატებით ხარჯებს.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსები სანახავად გთხოვთ იხილეთ მოცემული ბმული.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის ცნობა - მინიმუმ 6.5 IELTS, TOEFL 83, ან Cambridge 180 ქულა.
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 ( A2 ოთახი);
- პასპორტის ასლი
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 18 აპრილი, 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!
