მოკლევადიანი სასტიპენდიო პროგრამები 2023/2024 - მაიკოლას რომერის უნივერსიტეტი

31 მარტი 2023

მაიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Mykolas romeris university, Lithuania) აცხადებს მიღებას მოკლევადიან სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  • მოწვევის წერილი მაიკოლას რომერის უნივერსიტეტიდან (გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:incoming@mruni.eu);
  • პირობითი შეთანხმება სამივე მხარის მიერ ხელმოწერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი ;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

თვიური ფინანსური ანაზღაურება:

 

  • ბაკალავრიატი/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 490€
  • დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 980€

 

განთავსებისა და ფრენის ხარჯებს აპლიკანტი ფარავს თავად.

რეგისტრაციის გასავლელად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

გაცნობებთ, რომ პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა - 11 აპრილს, 2023.


შეხვედრის ლინკი.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 მაისი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: incoming@mruni.eu 

 

გისურვებთ წარმატებას!