იშტეს ბიზნეს სკოლის რიგით მე-19 საზაფხულო სკოლა, ლისაბონი 2023

14 თებერვალი 2023

გაცნობებთ, რომ დაიწყო იშტეს ბიზნესის სკოლის, პორტუგალია (ISCTE Business School, Portugal), რიგით მე-19, 2023 საზაფხულო სკოლის პროგრამაზე დაინტერესებულ სტუდენტთა განაცხადების მიღება. 

 

იშტეს ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს 14 საინტერესო და ინტერაქციულ ლექციას, რომლებსაც წარუძღვებიან ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები და მოწვეული ლექტორები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

 

შემოთავაზებულ ლექციებსა და თარიღებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ  ბმულს.

 

აპლიკაციის პროცესისა და საზაფხულო პროგრამის ღირებულების შესახებ დეტალური ინფორმაციია განთავსებულია აქ.  გთხოვთ, ასევე ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ ორ დოკუმენტს. 

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო ჯგუფს შემდეგ მეილზე -short-term.ibs@iscte-iul.pt

 

გისურვებთ წარმატებას!